top of page
Search

ონლაინ განვადების მხარდაჭერის და გაყიდვების ქოლ ცენტრის ოპერატორი ქუთაისში

  • Writer: გოჩა ძაგანია
    გოჩა ძაგანია
  • Jan 13, 2021
  • 1 min read


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ განვადების მხარდაჭერის და გაყიდვების ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ხელშეკრულების ტიპი: კონტრაქტორი

ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 2

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 311 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

„კრისტალი“ გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას

  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ონლაინ განვადებისთვის საჭირო სხვადასხვა პროცესში დახმარების გაწევის მიზნით

  • ონლაინ განვადების განაცხადის რეგისტრაციის პროცესის წარმართვა

  • მომხმარებლის იდენტიფიკაციის პროცესის სწორად წარმართვა და მონიტორინგი

  • ონლაინ პარტნიორების მიერ განხორციელებული მომსახურების კვლევა, ანალიზი და გაყიდვების განყოფილებაზე კვლევის შედეგების მიწოდება

  • კვლევების ჩატარების მიზნით მომხმარებელთან უკუკავშირი და მიღებული ინფორმაციის აღრიცხვა

  • დღის განმავლობაში შემოსული საკითხების შესაბამის ფორმაში აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელთან გადაგზავნა.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება

  • ქოლ ცენტრში, საბანკო ან კლიენტთა მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება

  • რუსული ენის ცოდნა

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Internet, MS office)

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა;

  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი

  • დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა

  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი

  • სიახლეებთან ადაპტაციის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 20 იანვრის ჩათვლით.

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

579016128

  • Facebook

©2020 by ვაკანსიები ქუთაისში. Proudly created with Wix.com

bottom of page