top of page
Search

გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი ქუთაისში

  • Writer: გოჩა ძაგანია
    გოჩა ძაგანია
  • Jan 13, 2021
  • 1 min read


ree

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი: https://www.linkedin.com/company/veon-georgia/

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია “ვიონი საქართველო” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, ქალაქ ქუთაისში.

ვაკანსია არის დროებითი, შერჩეული კანდიდატი იმუშავებს 5 თვის ვადით.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბილაინის მაღაზიაში შემოსულ მომხმარებლებთან ურთიერთობა

  • მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად

  • კომპანიის პროდუქტების მომხმარებლებისთვის გაცნობა და გაყიდვა

  • გაყიდვების მხარდამჭერ სისტემებში მუშაობა

  • სალაროს ოპერაციების შესრულება

თუ შენ:

  • გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი

  • სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას და ასევე იცი ინგლისური და რუსული ენები

  • სასურველია გქონდეს გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება

  • შეგიძლია MS Office პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობა

  • ხარ ორგანიზებული და შრომისმოყვარე

  • გიყვარს კომუნიკაცია და მომხმარებლებთან ურთიერთობა

  • შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება

  • გაქვს ანგარიშგების მომზადებისა და საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი

და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: vacancy@beeline.ge 2021 წლის 24 იანვრამდე.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

579016128

  • Facebook

©2020 by ვაკანსიები ქუთაისში. Proudly created with Wix.com

bottom of page