top of page
Search

ქოლ-ცენტრის ოპერატორი ქუთაისში

  • Writer: გოჩა ძაგანია
    გოჩა ძაგანია
  • Dec 17, 2020
  • 1 min read

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

განაკვეთი: სრული

ხელშეკრულების ვადა: 1 წელი

ხელშეკრულების ტიპი: კონტრაქტორი

,,კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს.

„კრისტალი“ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

  • სახლიდან, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;

ძირითადი მოვალეობები:

  • დისტანციური და ციფრული არხების მეშვეობით მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შემომავალ ზარებზე კომპეტენციის ფარგლებში პასუხის გაცემა ან საჭიროებისამებრ გადამისამართება.

  • კომპანიის ვებგვერდის, სოციალური ქსელის, ონლაინ კომუნიკატორის ან სატელეფონო ზარების საშუალებით შემოსულ შეკითხვებზე/მოთხოვნებზე დროული და ადეკვატური რეაგირების უზრუნველყოფა, აღნიშნული მიზნით შესაბამისი კომპეტენციის პირისთვის მიმართვა და ინფორმაციის გამოთხოვა; გამოვლენილი პრობლემის და ხარვეზის აღრიცხვა და შესაბამისი პირისთვის შეტყობინება;

  • შემოსული ზარების საფუძველზე ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და მათი მიწოდება უფლება მოსილ პირებთან შემდგომი რეაგირებისთვის, გამოვლენილი პრობლემის და ხარვეზის აღირცვა;

  • შემოსული ზარების, მეილების და სხვა ტიპის შეტყობინებების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და ანგარიშგებაში ასახვა;

  • დღის განმავლობაში მომხმარებლების მხრიდან დაფიქსირებული ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და დღის ბოლოს სამსახურის უფროსთან გადაგზავნა.

  • კვლევების ჩატარების მიზნით მომხმარებელთან უკუკავშირი და მიღებული ინფორმაციის აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა);

  • ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერილობითი);

  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;

  • სასურველია გამოცდილება ანალოგიურ სფეროში.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

  • დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;

  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

 
 
 

Comments


Post: Blog2_Post

579016128

  • Facebook

©2020 by ვაკანსიები ქუთაისში. Proudly created with Wix.com

bottom of page